საგაკვეთილო პროცესზე დასწრება- დაკვირვება
პროექტის ,,წიგნებით მე-ს ძიებაში"ფარგლებში მოსწავლებელთა საჭიროებების დადგენის მიზნით, პროექტის სამიზნე ჯგუფის- მე-6ა, 6ბ, 6გ კლასში შემსვლელ პედაგოგთა საგაკვეთილო პროცესებზე დასწრება- დაკვირვება დაიწყო. ჯამში სრულად 23 პედაგოგს დაესწრნენ. საგაკვეთილო პროცესი წინასწარ შედგენილი საკლასო დაკვირვების ფორმის შესაბამისად შეფასდა. საგაკვეთილო პროცესზე დაკვირვება საპროექტო ჯგუფის წევრებმა, პროექტის მენეჯერმა მარინა ისკაკოვამ, პროექტის კოორდინატორმა თამარ ქობულაძემ და ექსპერტ კონსულტანტმა სოფიო ძიგრაშვილმა აწარმოეს. დაკვირვების პროცესი 22-31 მაისს მიმდინარეობდა.
Комментарии
Отправить комментарий