ონლაინ კურსზე „მოსწავლეთა სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა საბაზო საფეხურზე“ რეგისტრაცია უკვე შესაძლებელია

 
კურსის სახელწოდება და სტრუქტურა: 
კურსი „მოსწავლეთა სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა საბაზო საფეხურზე“ განკუთვნილია დამოუკიდებელი სწავლისათვის და შემდეგი 3 მოდულისგან შედგება: 1. სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერის ჩარჩო 2. მხარდამჭერი საკლასო კლიმატი 3. სოციალური და ემოციური კომპეტენციების განმავითარებელი მიდგომები, მეთოდები და სტრატეგიები. თავის მხრივ პირველი მოდული მოიცავს სოციალური და ემოციური უნარების განვითარების მნიშვნელობასა და აქტუალობას,  სამიზნე კომპეტენციებისა და უნარების აღწერასა და დანერგვის დონეებსა და სტრატეგიას. მეორე მოდულში განიხილება მოზარდობის ასაკის მახასიათებლები, კლასის მოწყობის პრინციპები და საკლასო შეთანხმებების ჩამოყალიბება. რაც შეეხება მესამე მოდულს, ის დაეთმობა მოდელირების ტექნიკის გაცნობას, მოსწავლეების სოციალური და ემოციური უნარების განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომებისა და მეთოდების გაცნობას, კონკრეტული სტრატეგიების აღწერას თვითცნობიერების, თვითრეგულაციისა და ურთიერთობების განსავითარებლად. მესამე მოდულში ასევე მასწავლებელი გაეცნობა კონკრეტულ რჩევებს თუ როგორ დაიწყოს და დანერგოს კლასში მოსწავლეთა სოციო-ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა.

კურსის მიზანი და მიზნობრივი ჯგუფი: 
კურსის მიზანია საბაზო საფეხურის პედაგოგებს განუვითაროს ცოდნა და უნარები, რომელიც დაკავშირებულია მოსწავლეებში სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობასთან. კურსის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ სკოლის საბაზო საფეხურის (VII, VIII და IX კლასის) ნებისმიერი საგნის მასწავლებლები.

კურსის შინაარსის მოკლე მიმოხილვა: 
კურსის სამივე მოდულის შინაარსი დაკავშირებულია მასწავლებლების მიერ მოსწავლეებში სოციალური და ემოციური უნარების განვითარების მხარდაჭერასთან. კურსში მსმენელი გაიგებს თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური და ემოციური უნარების ხელშეწყობა საგანმანათლებლო კონტექსტში და რა მტკიცებულებები უდევს საფუძვლად საგაკვეთილო პროცესში სოციალური და ემოციური სწავლების ინტეგრირებას. კურსში მასწავლებელი გაეცნობა სამიზნე სოციალურ და ემოციურ კომპეტენციებს, რომელთა განვითარებაც მნიშვნელოვანია მოსწავლეების სოციალური და აკადემიური წარმატებისთვის. კურსის შედეგად საბაზო საფეხურის პედაგოგი მიიღებს ინფორმაციას პოზიტიური საკლასო კლიმატის ჩამოყალიბების შესახებ და გაეცნობა იმ ეფექტიან მიდგომებსა და სტრატეგიებს, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია კლასში ყველა მოსწავლის სოციალურ და ემოციურ უნარებზე ზრუნვა. აღსანიშნავია, რომ კურსი მოიცავს იმ მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს, რომლითაც მასწავლებელი შეძლებს თვითშეფასების საფუძველზე შეაფასოს საკუთარი პრაქტიკა, აღმოაჩინოს მისი ძლიერი მხარეები და განსავითარებელი მიმართულებები, რაც დაეხმარება სამომავლო ნაბიჯების დასახვაში და მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკასთან დაკავშირებაში.


მონაწილეთა შეფასება და სერტიფიკატის გაცემის წესი:
 მონაწილეების შეფასება მოხდება ქვიზების გამოყენებით, რომელიც თითოეული მოდულის დასრულების შემდეგ მიეწოდება. კურსი გავლილად ჩაითვლება იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე თითოეული მოდულის ქვიზში დააგროვებს ქულათა 70%-ზე მეტს.

კურსზე რეგისტრაციის ინსტრუქცია: 
დეტალური ინსტრუქციის გაცნობისა და სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ, კურსზე შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ აღნიშნული ბმულით.  ..

Комментарии

Популярные сообщения из этого блога

ტრენინგი მასწავლებლებისთვის

საგაკვეთილო პროცესზე დასწრება- დაკვირვება