ჩაღრმავებული ქოუჩინგი 8-9 ივლისი
8-9 ივლისს, პროექტ ,,წიგნებით მე-ს ძიებაში" ფარგლებში სსიპ ქ. ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის ის პედაგოგებისთვის, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან პროექტის სამიზნე ჯგუფებთან, სკოლის მე-7 კლასების მასწავლებელები იქნებიან, გაღრმავებული ქოუჩინიგი განხორციელდა. (დღის წესრიგი )
ტრენინგის პირველი დღე თვითცნობიერების კომპეტენციის არსსა და საკუთარი ემოციური კომპეტენციების რეფლექსიების ემოციების ბორბალის გაცნობას დაეთმო, ასევე ტრენინგის მონაწილეებმმა საკუთარი ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება მოახდინეს, კიდევ ერთხელ გაიაზრეს ურთიერთობების კომპეტენცია და მე-შეტყობინებების ტექნიკები.
ქოუჩინგის მეორე დღე კი - სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდამჭერი მეთოდები და სტრატეგიები მიმოიხილეს, შეიქმნა მასწავლებელთა სამოქმედო გეგმები. ასევე მოეწყო სამოდელო გაკვეთილები.
Комментарии
Отправить комментарий