ჩაღრმავებული ქოუჩინგი 8-9 ივლისი
8-9 ივლისს, პროექტ ,,წიგნებით მე-ს ძიებაში" ფარგლებში სსიპ ქ. ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის ის პედაგოგებისთვის, რომლებიც ახალი სასწავლო წლიდან პროექტის სამიზნე ჯგუფებთან, სკოლის მე-7 კლასების მასწავლებელები იქნებიან, გაღრმავებული ქოუჩინიგი განხორციელდა. (დღის წესრიგი ) ტრენინგის პირველი დღე თვითცნობიერების კომპეტენციის არსსა და საკუთარი ემოციური კომპეტენციების რეფლექსიების ემოციების ბორბალის გაცნობას დაეთმო, ასევე ტრენინგის მონაწილეებმმა საკუთარი ძლიერი მხარეებისა და საჭიროებების იდენტიფიცირება მოახდინეს , კიდევ ერთხელ გაიაზრეს ურთიერთობების კომპეტენცია და მე-შეტყობინებების ტექნიკები. ქოუჩინგის მეორე დღე კი - სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდამჭერი მეთოდები და სტრატეგიები მიმოიხილეს, შეიქმნა მასწავლებელთა სამოქმედო გეგმები. ასევე მოეწყო სამოდელო გაკვეთილები. ჩაღრმავებულ ქოუჩინგს პროექტის ექსპერტ კონსულტანტი სოფიო ძიგრაშვილი უძღვებოდა.