პროექტის ,,წიგნებით მე-ს ძიება" პრეზენტაცია
5 აპრილს, ქ, ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლაში ახალი პროექტის ,,წიგნებით მე-ს ძიებაში" პრეცენტაცია მოეწყო.
პრეზენტაციას სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები, ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის, კახიანოურის ადმინისტრაციული ერთეულისა და თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტის ექსპერტმა, სოფიო ძიგრაშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის მიზანი და ამოცანები გააცნო. ასევე ისაუბრა, თუ რა მნიშვნელობა აქვს სოციალური და ემოციური კომპეტენციებს საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის, რამდენად აუცილებელია ჯანსაღი საკლასო კლიმატი არამარტო მოსწავლეებისთვის, არამედ პედაგოგებისთვის.
საგრანტო პროექტის ,,წიგნიერებით მე-ს ძიებაში“ მიზანია - სოციალური და ემოციური კომპენტენციების მხარდაჭერა სასკოლო გარემოში. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC), სკოლა ლაბის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მეშვიდე კლასებში (63 მოსწავლე), როგორც უნივერსალურ დონეზე, ასევე მიზნობრივ ჯგუფთან.
Комментарии
Отправить комментарий