ზოგადი აღწერა
საგრანტო პროექტის ,,წიგნებით მე-ს ძიებაში“ მიზანია - სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა სასკოლო გარემოში. პროექტი ხორციელდება კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC), სკოლა ლაბის პროგრამის ფარგლებში ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მეშვიდე კლასებში (63 მოსწავლე) უნივერსალურ დონეზე.
„სკოლების გაძლიერების ინიციატივა“ სკოლა-ლაბის ერთ-ერთი პროექტია. მისი პირველი ფაზა განხორციელდება 2022-24 წლებში გერმანული ფონდის Bread for the World-ის (BfdW) ფინანსური თანადგომით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სკოლების გაძლიერებას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. იგი მიმართულია ორგანიზაციული ცვლილებებისა და განვითარების საკითხებში სკოლების შესაძლებლობების ზრდაზე და მათ გაძლიერებაზე.
პროექტის ამოცანებია:
1 სოციალური და ემოციური მეთოდების მხარდამჭერი გუნდის ჩამოყალიბება სასკოლო გარემოში და მასწავლებლების გადამზადება
2. სოციალური და ემოციურ მეთოდების დანერგვა საგაკვეთილო პროცესში კლასის დონეზე
3. სოციალურ და ემოციურ მეთოდებზე დაფუძნებული სწავლების პოპულარიზაცია.
“წინამდებარე ბლოგი შექმნილია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის(CTC) მხარდაჭერით, სკოლა-ლაბის სკოლების გაძლიერების ინიციატივის ფარგლებში და დაფინანსებულია გერმანული ფონდის “Bread for the World’’ (BfdW) მიერ.
შინაარსზე პასუხს აგებს - სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლა და იგი არ ასახავს CTC-ის და მისი დონორების/ პარტნიორების პოზიციას “.
შინაარსზე პასუხს აგებს - სსიპ ქალაქ ქუთაისის N33 საჯარო სკოლა და იგი არ ასახავს CTC-ის და მისი დონორების/ პარტნიორების პოზიციას “.
Комментарии
Отправить комментарий